ვირჯილ ვან დაიკის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

ვირჯილ ვან დაიკის ღირსეული ჟესტი

მოგეხსენებათ ჰოლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური დაისაკუთრა. „ნარინჯისფრებმა“ გერმანიასთან მატჩში სასურველი შედეგი დააფიქსირეს და მოპოვებული ერთი ქულა პირველი ადგილის დასაკავებლად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. მატჩის გმირი ვირჯილ ვან დაიკი გახდა, რომელმაც "ბუნდესმანშაფტის" კარის აღება 91-ე წუთზე მოახერხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“უკანახაზელმა ფეხბურთის ქომაგთა პატივისცემა დაიმსახურა... ვან დაიკი ატირებულ არბიტრთან მივიდა და თანაგრძნობა გამოუცხადა. საქმე იმაშია, რომ მატჩის მთავარ მსაჯს, ოვიდიუ ჰატეგანს, ახლახანს დედა გარდაეცვალა და აცრელმებული სწორედ ამიტომ გახლდათ... ვირჯილმა კი მისი დამშვიდება გადაწყვიტა...

ბუნებრივია ჟურნალისტებმა ამ ქმედების შესახებ ვან დაიკს ბევრი კითხვა დაუსვეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს: „მან ემოციების შეკავება ვერ მოახერხა და ატირდა, რადგან ახლახანს დედა გარდაეცვალა... მე მას გამძლეობა ვუსურვე და ვუთხარი რომ მატჩი მშვენივრად განსაჯა. ვიცი ეს ბევრი არაფერია, მაგრამ იმედი მაქვს მისი დახმარება შევძელი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები