საქართველო-ისრაელის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
Aa
Aa

საქართველო-ისრაელის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას განაგრძობს. 

ჩვენი ქვეყნის ნაკრები საშიანო მატჩს  3 დეკემბერს,თბილისის სპორტის სასახლეში, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. 

საქართველო – ისრაელის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო და გულშემატკივარს მისი შეძენა ონლაინ  TKT.GE–ზე შეუძლია.

  მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები