ნურმაგომედოვი VS მაკგრეგორი კრივის წესებით?
Aa
Aa

ნურმაგომედოვი VS მაკგრეგორი კრივის წესებით?

კონორ მაკგრეგორის და ხაბიბ ნურმაგომედოვის სუპერ დაპირისპირების შემდეგ უცხოურ პრესაში მატჩ-რევანშის შესახებ აქტიურად იწერება. გავრცელებული ინფორმაციით ირლანდიელ მებრძოლს საკუთარი სიძლიერის დამტკიცება სურს და იმედი აქვს რომ ოქტაგონზე დაღესტნელის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოვა.

რაც შეეხება ხაბიბს, ნურმაგომედოვის სამომავლო გეგმების შესახებ მამამისმა, აბდულმანაპმა ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა.

"მზად ვართ კონორს მატჩ-რევანშის კრივის წესებით ჩატარება შევთავაზოთ. ასეთი ორთაბრძოლის გამართვით ნამდვილად დაინტერესებულები ვართ".

"ხაბიბმა ყველას აჩვენა, რომ MMA-ის საუკეთესო მებრძოლების დამარცხება შეუძლია. იგი ხშირად ამბობდა რომ ნომერ პირველი იყო, მაგრამ მისი არავის სჯეროდა. მაიკლ ჯონსონთან, ედსონ ბარბოსასთან და კონორთან მიღწეული წარმატების შემდეგ ხალხმა ხაბიბის ირწმუნა“.

"ნურმაგომედოვს წარმატების მიღწევა კრივის წესებით ჩატარებულ ორთაბრძოლაშიც შეუძლია. მას ამისთვის ყველა საჭირო მონაცემი აქვს. ხაბიბის მთავარი პლუსი კი გამძლეობაა“.

"იაკვინტასთან გამართულ ხუთრაუნდიან დაპირისპირებას გავიხსენებ, სადაც მან ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვების გასაფორმებლად ყველაფერი გააკეთა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მინდა დავამატო, რომ ამ ორთაბრძოლას ხაბიბისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სასწორზე ჩემპიონობა იდო“.

ცხელი ამბები