''ბაიერნის'' მეორე მცდელობა ჩაკვეტაძის შესაძენად!
Aa
Aa

''ბაიერნის'' მეორე მცდელობა ჩაკვეტაძის შესაძენად!

ევროპული გამოცემები 19 წლის ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ აქტიურად წერენ. გერმანული sport.de-ს ცნობით მიუნხენის ‘’ბაიერნი’’ მეორედ ეცდება გენტის ლიდერის შეძენას. შემდეგ ზაფხულში მიუნხენური კლუბის პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს გუნდის გაძლიერება სურს და ერთ-ერთი ახალწვეული შესაძლოა ჩაკვეტაძე აღმოჩნდეს.

მსოფლიო გრანდი ჩაკვეტაძის შეძენას 2017 წლის ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელი თბილისის ''დინამოდან'' ბელგიურ ''გენტში'' გადავიდა. გერმანული გამოცემის მიხედვით 2017 წელს მიუნხენური კლუბი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იხდიდა, დღეს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა მკვეთრად გაზრდილია.

sport.de-ს ცნობით  ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში საქართველოსა და ყაზახეთის მატჩს ''ბარსელონას'' სკაუტები დაესწრნენ. ესპანური გრანდის სკაუტები ჩაკვეტაძის თამაშით კმაყოფილები არიან. აღნიშნულ მატჩში ჩაკვეტაძემ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. მან ნაკრების გამარჯვებებში დიდი წვლილი შეიტანა. სანაკრებო წარმატების პარალელურად ჩაკვეტაძემ გენტის რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ბელგიის ჩემპიონატში ქართველი ტალანტის ანგარიშზე 15 მატჩში გატანილი 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძის შეძენა ასევე სურს ''რომას,'' ''ბორნმუთს,'' ''ბარსელონასა'' და დონეცკის ''შახტარს.''

ფოტო: gff.ge, kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები