ბათუმში სტადიონის მშენებლობა უწყვეტი ტემპით მიმდინარეობს
Aa
Aa

ბათუმში სტადიონის მშენებლობა უწყვეტი ტემპით მიმდინარეობს

ბათუმში სტადიონის მშენებლობა უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. მშენებლობას სამშენებლო კომპანია ანაგი ანხორციელებს.  კომპანიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: ''ბათუმის ფეხბურთის სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტადიონის სახურავის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. პარალელურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟი. ასევე სრულდება კედლების მოწყობის სამუშაოები.''

სტადიონის პროექტის აღწერა

ბათუმის ფეხბურთის სტადიონი დაპროექტებულია უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად და გათვლილია 20 000 მაყურებელზე. სტადიონის მოედანი დაპროექტებულია სადრენაჟო სისტემებითა და სანიაღვრე ქსელებით. 

სტადიონის გარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ღია პარკინგი, სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები. მაყურებელთა გადაადგილება მოხდება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით. 

სტადიონის რკინაბეტონის მზიდი სრულ კარკასიანი სისტემა შედგება მარტივი, ღეროვანი და ბრტყელი ფირფიტოვანი კონსტრუქციული ელემენტებისგან.

საძირკველი – მონოლითური რკინაბეტონის ფილა. 
სვეტები – მონოლითური რკინაბეტონი. 
დიაფრეგმები – მონოლითური რკინაბეტონი. 
რიგელები – მონოლითური რკინაბეტონი. 
გადახურვის ფილები – მონოლითური რკინაბეტონი. 
ტრიბუნები – I იარუსი - ქარხნულად დამზადებული ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქცია. II იარუსი - მონოლითური რკინაბეტონი. 
სახურავის მზიდი კონსტრუქცია – ლითონის კონსოლური ფერმები. 
ბურული – კომპოზიტური მემბრანა ლითონის გრძივებზე. 
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები. 
ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები. 
ფასადის მოსახვა – ლითონის ელემენტებით მოჩარჩოებული კომპოზიტური მემბრანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები