გურამ კაშია: ''ღირსეულად ვითამაშეთ, ამაყი და ბედნიერი ვარ''
Aa
Aa

გურამ კაშია: ''ღირსეულად ვითამაშეთ, ამაყი და ბედნიერი ვარ''

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნით ტურში ''დინამო არენაზე'' ყაზახეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფში 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. 6 მატჩში ქართველმა მოთამაშეებმა 12 გოლი შეაგდეს და მხოლოდ 2 გაუშვეს. პირველი ადგილით საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე უცნობია.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ქართულ მედიას ესაუბრა.

გურამ კაშია: ''ექვსივე თამაში ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ. მცირე ხარვეზი ანდორაში გვქონდა, რაც დღეს გამოვასწორეთ. სასიხარულოა, რომ სტადიონზე უამრავი ქომაგი მოვიდა. ქომაგებს ფეხბურთის იმედი დავუბრუნეთ. ნაბიჯი გადავდგით, რომელიც სასურველ ოცნებასთან გვაახლოებს.

პროგრესია თვალშისაცემია, როგორც მთლიანად გუნდის, ასევე ცალკეული ფეხბურთელების.

ფეხბურთელებმა, ქომაგებმა და ჟურნალისტებმა განვლილი 6 თამაშიდან ალბათ მხოლოდ პოზიტივი უნდა დავინახოთ.

ჩემთვის პირველ ადგილზე გასვლა საამაყოა. ამ გამარჯვებით ბევრ ადამიანს სიხარული მივანიჭეთ.

ბედნიერებაა ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში სავსე ტრიბუნების ფონზე.

ასეთ გარემოში მარცხი თითქმის შეუძლებელია. ასე რომ შემდეგი მატჩებისთვის ქომაგთა პასუხისმგებლობასაც ვხედავ.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები