მიჰაილოვიჩი: მეტოქე აუცილებლად უნდა დავაფასოთ
Aa
Aa

მიჰაილოვიჩი: მეტოქე აუცილებლად უნდა დავაფასოთ

დღეს იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, სადაც „მილანი“ რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე "ალესანდრიას" ესტუმრება. „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი იტალიის თასის მოგებას წარმოადგენს.

„ალესანდრიასთან“ გასამართი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა და ტიტულის მოგებაა. თუ თასს დავისაკუთრებთ, სეზონი პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. მეტოქე აუცილებლად უნდა დავაფასოთ, რადგან „ალესანდრიას“ არდაფასება კრახისკენ მიმავალი გზაა რომელიც საკუთარ თავზე „ჯენოამ“ გამოსცადა“ - განაცხადა სინიშა მიჰაილოვიჩმა

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი სტარტს 00:00 წუთზე აიღებს, ხოლო მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება, რომელშიც ტურინის "იუვენტუსი" მილანის "ინტერს" მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები