ულტიმატუმი დემბელეს! კატალონიელებს უსმანეს გამოხტომები მობეზრდათ!
Aa
Aa

ულტიმატუმი დემბელეს! კატალონიელებს უსმანეს გამოხტომები მობეზრდათ!

„კატალონიის ბარსელონას“ წარმომადგენლებმა უსმანე დემბელეს ულტიმატუმი წაუყენეს. ფრანგი ფეხბურთელი ან დამოკიდებულებას შეიცვლის, ან გუნდის დატოვება მოუწევს.

„ბლაუგრანამ“ დემბელე შარშან გადმოიბირა და მის სანაცვლოდ "დორტმუნდს" 96 მილიონი ფუნტი გადაუხადა. "ბარსას" მაისურით ფრანგი შემტევი არც თუ ისე კარგად გამოიყურება და გაცემულ ავანსებს ნამდვილად ვერ ამართლებს.

სათამაშო ფორმასთან ერთად 21 წლის ფეხბურთელს სხვა პრობლემებიც აწუხებს. ერნესტო ვალვერდემ "ბეტისთან" მატჩში დემბელე ვარჯიშზე დაგვიანების გამო დასაჯა და სათადარიგო სკამზე დატოვა. ფრანგმა შემტევმა მიზეზად მუცლის ტკივილი დაასახელა, მაგრამ ექიმებთან საუბრისას ყველაფერი „სასწაულებრივად“ გაქრა. 

ეს ინციდენტი ერნესტო ვალვერდესთვის და კლუბის მესვეურებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. როგორც კატალონიური გამოცემა, Sport იტყობინება „ბლაუგრანას“ წარმომადგენლებმა ფრანგ შემტევს ულტიმატუმი წაუყენეს.

თუ 21 წლის ფეხბურთელი საქმეს პროფესიონალურად არ მიუდგება და დისციპლინის დარღვევებსა და ვარჯიშების გაცდენებს გააგრძელებს, კლუბის დატოვება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ უსმანეს ესპანური ენის ცოდნასთან დაკავშირებითაც სერიოზული პრობლემები აქვს.

დემბელეს საკუთარ რიგებში ხილვით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. მათ შორის „ლივერპული“ და „არსენალიცაა“. კატალონიელები მზად არიან ფრანგი შემტევი სარფიანი შემოთავაზების სანაცვლოდ დათმონ, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უსმანეს გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები