70 მილიონი ფუნტი - პულიშიჩი და
Aa
Aa

70 მილიონი ფუნტი - პულიშიჩი და "ჩელსი" პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"დორტმუნდის" ამერიკელი გარემარბი კრისტიან პულიშიჩი "ჩელსიში" გადასვლასთან ახლოსაა.

"არისტოკრატები" 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ და ტრანსფერის დახურვას იანვრისთვის აპირებენ.

"ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ბევრი ბავშვის ოცნებაა. ერთ დღესაც მე იქ აუცილებლად ვითამაშებ", თქვა პულიშიჩმა ინგლისი - აშშ-ს მატჩის დაწყებამდე.

წლევანდელ სეზონში პულიშიჩის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

როგორც ჩანს ტრანსფერის განხორციელებას წინ აღარაფერი უდგას. 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "დროტმუნდი" პულიშიჩს მარტივად დათმობს.

უახლოეს დღეებში შესაძლოა შეთანხმება ოფიციალურად გამოცხადდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები