Aa Aa
17 ნოემბერი 2018  |  14:42

"რეალი" იანვარში რადამელ ფალკაოს შეძენას გეგმავს

ესპანური Marca-ს ინფორმაციით მადრიდის "რეალი" ზამთარში რადამელ ფალკაოს გადაბირებას შეეცდება.

32 წლის კოლუმბიელი ფორვარდი ამჟამად "მონაკოს" ღირსებას იცავს, თუმცა კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არ არის და არც ესპანეთია მისთვის უცხო.

"რეალი" კლასიკურ 9 ნომერს ეძებს. გამოცდილი და გამტანი ფორვარდი, რომელიც გუნდში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

ფალკაო ტიერი ანრის უკვე ესაუბრა და უთხრა, რომ გუნდის შეცვლა მის ინტერესებში შედის.

მადრიდში კარგად ხვდებიან, რომ იანვარში მეგატრანსფერს ვერ განახორციელებენ და აქედან გამომდინარე ფალკაოს კანდიდატურა სოლარის გუნდისთვის ზედგამოჭრილია.

კოლუმბიელი ფორვარდის აგენტი ჟორჟე მენდეში მოლაპარაკებების დასაწყებად უკვე მზადაა.

ტრანსფერმარკეტზე ფალკასო ფასი 12 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ რადამელ ფალკაო 2011-2013 წლებში მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. "როხიბლანკოს" მაისურით მის ანგარიშზე 91 შეხვედრაში 70 გოლი და 9 საგოლე გადაცემა ფიქსირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში