''არსენალმა'' დაადასტურა - ლონდონური კლუბი ევროპის სუპერლიგის შექმნაზე იმუშავებს
Aa
Aa

''არსენალმა'' დაადასტურა - ლონდონური კლუბი ევროპის სუპერლიგის შექმნაზე იმუშავებს

ლონდონის ''არსენალის'' საფეხბურთო მიმართულების დირექტორმა რაულ სანლეჰიმ განაცხადა, რომ კლუბი ევროპის სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებას შეუერთდა.

მიმდინარე თვის დასაწყისში Football Leaks-ის სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ჩრდილოლონდონური კლუბი სხვა ევროპულ კლუბებთან ერთად ევროპის სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით იმუშავებდა.

ლონდონური კლუბი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მე-5 ადგილს იკავებს. ''მეთოფეებმა'' ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გასულ და მიმდინარე სეზონში გამოტოვეს, თუმცა შესაძლოა მომავალში ''არსენალი'' ევროპის სუპერლიგის გათამაშებაში ვიხილოთ.

რაულ სანლეჰი ბრიტანულ მედიას ესაუბრა: ''ევროპის სუპერლიგის იდეის რეალობად ქცევა მოკლე დროში ვერ მოხდება, რადგან აუცილებელია შეთანხმება უეფასთან. არ ვიცი რა მოხდება მომავალში.

ჩვენ უნდა ვიჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან ვიცოდეთ საქმის ვითარება და გვქონდეს ცოდნა იდეის შესახებ, რის შემდეგაც გადავწყვეტთ ავიღოთ თუ არა პასუხისმგებლობა.

Football Leaks-ის სტატიაში ''არსენალთან'' ერთად ''ბარსელონაც'' დასახელდა, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმებული არაფერია, ხელი არ მოწერილა. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ პროექტის დონეზეა.''

რაც შეეხება Football Leaks-ის სტატის, ევროპის 11 გრანდი ერთ პოზიციას იზიარებს. ისინი სუპერლიგის შექმნას გეგმავენ, რაც ჩემპიონთა ლიგის გაუქმებას გამოიწვევს.

ამ ყველაფრის თავი მიუნხენის "ბაიერნი" და კარლ ჰაინც რუმენიგე გახლავთ. იდეა სწორედ მათ ეკუთვნით.

"ბაიერნი", "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერი", "სიტი", "იუვენტუსი", "არსენალი", "პსჟ", "ჩელსი", "ლივერპული, "მილანი" - საუბარი სწორედ ამ გრანდებზეა.

ხსენებულ სუპერლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს. დამფუძნებელ გუნდებს, ანუ ზემოხსნებულ 11 გრანდს ექნებათ 20 წლიანი გარანტია, რომ ისინი ლიგიდან არასდროს გავარდებიან.

5 გუნდი კი სტუმრის სტატუსით იქნება მიწვეული. ესენი იქნებიან "ატლეტიკო", "ინტერი", "დორტმუნდი", "მარსელი" და "რომა".

ხსენებულმა გუნდებმა დოკუმენტს ხელი 2018 წლის ნოემბერში უნდა მოაწერონ. ტურნირი სტარტს 2021 წელს აიღებს და ეს ჩემპიონთა ლიგის დასასრული იქნება.

საფეხბურთო სამყაროში ტემპერატურა უკიდურესად იმატებს და მალე ზღვარსაც გადავა. ვნახოთ რა რეაგირებას მოახდენს UEFA ამ ყველაფერზე...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები