Marca: ჩაკვეტაძე - ქართველი მარგალიტი, რომელსაც ბარსელონა აკვირდება
Aa
Aa

Marca: ჩაკვეტაძე - ქართველი მარგალიტი, რომელსაც ბარსელონა აკვირდება

გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით, რომ "ბარსელონა" ინტერესდება ამის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება.

როგორც ჩანს, ეს საუბრები ყოველდღიურად უფრო სერიოზული ხდება. ამჯერად, ჩაკვეტაძისა და "ბარსელონას" შესახებ ყველაზე გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მაც დაწერა.

ესპანელები წერენ, რომ "ბარსას" სკაუტებისთვის ანდორასთან მატჩში ჩაკვეტაძის ხილვა პირველი შემთხვევა სულაც არ ყოფილა. კატალონიური გრანდის დამკვირვებლები ქართველ ტალანტს უკვე წელიწადია თვალს ადევნებენ და ბელგიაში "გენტის" შეხვედრებსაც ესწრებიან.

Marca წერს, რომ "ჩაკვეტაძის შეძენით დაინტერესებული პირველი გრანდი მიუნხენის "ბაიერნი" იყო. "რეკორდმაისტერმა" თბილისის "დინამოს" 6 მილიონიც შესთავაზა, თუმცა უკვე გვიანი იყო. "გენტმა" ტრანსფერი სულ რაღაც მილიონ ნახევარ ევროდ დახურა.

ჩაკვეტაძისთვის ეს სწორი არჩევანი იყო. ის განვითარებას მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობდა. მას თავისი ადგილის საპოვნელად დრო დასჭირდა და სათამაშო დროც ეტაპობრივად მოიპოვა. ახლა ის "გენტის" შეუცვლელი მოთამაშეა.

ის ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და ეს მას ძალიან პერსპექტიულს ხდის. მიუხედავად ყველაფრისა მას აქვს მცირე დეტალები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. მაგალითად ის, რომ ჩაკვეტაძეს ახასიათებს ზეაქტიური თამაში, რაც მას მატჩის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლის.

ასევე, ის ძალიან არის დამოკიდებული თავის მარჯვენა ფეხზე. შეიძლება ითქვას, რომ მარცხენა ფეხს საერთოდ არ იყენებს.

ბელგიაში მისმა ბრწყინვალე პერსფორმანსმა არა მხოლოდ "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო. ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს "ბორნმუთი" და "ტოტენჰემიც" იჩენენ. ასევე დონეცკის "შახტარი" და "ბაიერნი".

როგორც ხედავთ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ მთელი ესპანური პრესა (და არამარტო) წერს და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და 19 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას ევროპის რომელიმე ძლიერ კლუბში განაგრძობს.

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები