პაულო დიბალა:
Aa
Aa

პაულო დიბალა: "იუვენტუსიდან წასვლას არ ვაპირებ"

„იუვენტუსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაულო დიბალამ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ტურინელი გულშემატკივრები გაახარა და გუნდში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ დიბალას საკუთარ რიგებში ხილვით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული. პაულოს პოგბასთან ახლო მეგობრობა აკავშირებს და „წითელ ეშმაკები“ სწორედ ამის გამოყენებას აპირებენ.

25 წლის ფეხბურთელმა სპეკულაციებს წერტილი მირორისთვის მიცემულ ინტერვიუში დაუსვა. გავრცელებული ჭორების შესახებ დასმულ კითხვას დიბალამ ასეთი პასუხი გასცა: „ახლა სატრანსფერო ბაზრის შესახებ ნამდვილად არ ვფიქრობ. „იუვენტუსში“ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი მთავარი მიზანი გუნდთან ერთად მაქსიმალურად ბევრი ტიტულის დასაკუთრებაა“.

ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას დიბალა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერსაც გამოეხმაურა და განაცხადა: „მე და რონალდუ ერთმანეთს მშვენივრად შევეწყვეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. მოედანზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს და „იუვენტუსისთვის“ რამდენიმე გადამწყვეტი გოლიც გავიტანეთ“.

„კრიშტიანუ გუნდში ახლახანს მოვიდა, თუმცა მის შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცით. რა თქმა უნდა ცვლილებების გატარება აუცილებელი იქნება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ერთმანეთს მშვენივრად გავუგეთ. დარწმუნებული ვარ „იუვეს“ მაისურით უამრავ გოლს გავიტანთ და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარებით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები