''გენტმა'' დაადასტურა! ''ბარსელონა'' ჩაკვეტაძით ნამდვილად ინტერესდება!
Aa
Aa

''გენტმა'' დაადასტურა! ''ბარსელონა'' ჩაკვეტაძით ნამდვილად ინტერესდება!

საფეხბურთო კლუბ ''გენტის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ანდორასთან შეხვედრაში ''ბარსელონას'' სკაუტები დააკვირდებიან.

''ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ჩაკვეტაძეს ''ბარსელონას'' სკაუტები დააკვირდებიან, მაგრამ ვინ არიან ''გენტის'' სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ?'' - აღნიშნავს ''გენტის'' პრესსამსახური.

დღეს, 15 ნოემბერს ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველო ანდორას სტუმრად დაუპირისპირდება. ესპანური Sport-ის ცნობით აღნიშნულ მატჩს ქართველი ტალანტზე დასაკვირვებლად ''ბარსას'' სკაუტები დაესწრებიან.

ესპანური sport-ი წერს: „19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ქართველი ტალანტია. ხვალ ის ეროვნულ ნაკრებში თავის მე-6 შეხვედრას ჩაატარებს. მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია.

„ბარსელონას“ სკაუტებმა ანდორისა და საქართველოს მატჩზე აკრედიტაცია მოითხოვეს, რათა შეხვედრას დაესწრონ და ჩაკვეტაძეს დააკვირდნენ, რომელსაც უკვე 1 წელზე მეტია თვალს ადევნებენ.

ჩაკვეტაძე 1999 წელს დაიბადა და ბელგიაში სათამაშოდ გასულ წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. მის ანგარიშზე 17 წლის ასაკში 5 გოლი იყო.

მას პირველ წელს „გენტში“ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, თუმცა დღეს ის კლუბის შეუცვლელი ფიგურაა.

ჩაკვეტაძე ბოლო 15 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ შეცვალეს, რომელშიც 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ის არის შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი, რომელსაც ნახევარდაცვაში და ცენტრფორვარდის უკან თამაშიც შეუძლია.

კარგ დრიბლინგთან ერთად მას სივრცეების ათვისებაც უყვარს. ტემპის ცვლილება მას მარტივად გამოსდის, რაც მეტოქის საჯარიმოსთან ადვილად მიახლოების საშუალებას აძლევს.''

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები