The Independent:
Aa
Aa

The Independent: "აარონ რემზი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს"

გავლენიანი გამოცემა, The Independent იუწყება, რომ აარონ რემზი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. ბრიტანული გაზეთის ცნობით მიუნხენური გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ რემზისთვის ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება და მისი დაყოლიება მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ „არსენალის“ ნახევარმცველს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. უელსელი ფეხბურთელით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული, რომელთა შორის „ლივერპული“ და „ჩელსიც“ არიან.

"ნისლიან ალბიონზე" გავრცელებული ინფორმაციით „რეკორდმაისტერსა“ და რემზის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ბრიტანული გაზეთის ცნობით „ბაიერნი“ მასთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს და აარონი მომავალ სეზონში „ალიანს არენაზე“ იასპარეზებს.

მიუნხენელებმა ზაფხულში „შალკედან“ ლეონ გორეცკა გადმოიბირეს და დიდი ალბათობით რემზისთანაც იგივე ტიპის ხელშეკრულებას გააფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები