Aa
Aa

მესამე ოქრო ბუქარესტიდან - გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონია!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მესამე ოქროს მედალი 82 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ბოლქვაძემ მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში ბოლქვაძე რუმინელ ნიკუ სამუელ იოგთან 0:3 მარცხდებოდა, თუმცა ქართველმა ანგარიში გაათანაბრა და შემდგომ გამარჯვება მოიპოვა.

ფინალამდე ბოლქვაძემ ჩინელ ჰაიტაო ქიანი, ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი და იაპონელი ტაკაჰირო ცურუდა დაამარცხა.

72 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე ფინალში თურქ არსლანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, 130 კგ. წონით კატეგორიაში ზვიად პატარიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა. ფინალურ შეხვედრაში პატარიძემ თურქი ოსმან ილდირიმი დაამარცხა.

55 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გახდა.

ცხელი ამბები