19 წლამდე ნაკრების ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ 7:0 მოიგო
Aa
Aa

19 წლამდე ნაკრების ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ 7:0 მოიგო

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი მატჩი ჩაატარა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ''მიხეილ მესხზე'' ლიხტენშტაინი 7:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ირაკლი გულიაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. მის გარდა გოლები ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, თამაზ ბაბუნაძისა და გიორგი ივანიაძის ანგარიშზეა.

გიორგი მიქაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბულისკერია, ხარაბაძე, მელაშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი (ფაცაცია 70), დარცმელია, დავითაშვილი (გაბუნია 57), გულიაშვილი (ინჯგია 56), კვარაცხელია (ივანიაძე 56), ბაბუნაძე (ნანობაშვილი 80)

ამავე ჯგუფში ისრაელმა ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე აზერბაიჯანის 19 წლამდე ნაკრები 4:1 დაამარცხა.

17 ნოემბერს მეორე ტურის შეხვედრაში საქართველო აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, ხოლო დასკვნით ტურში, 20 ნოემბერს ისრაელს შეხვდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები