ედენ აზარი:
Aa
Aa

ედენ აზარი: "ის, რომ ახლა "ჩელსის" ღირსებას ვიცავ, ჯო კოულის დამსახურებაა"

გუშინ „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო კოულმა, კარიერა დაასრულა. ინგლისელი ნახევარმცველის საფეხბურთო აღმასვლა „ვესტ ჰემში“ დაიწყო. „ჩაქუჩების“ დატოვების შემდეგ მან „სტემფორდ ბრიჯს“ მიაშურა და „არისტოკრატების“ რიგებში 7 წელი გაატარა.

„ჩელსის“ გარდა ჯო „ლივერპულში“, „ლილში“, „ასტონ ვილაში“, „ტამპა ბეიში’ და „ქოვენთრიში“ თამაშობდა. კოული ინგლისის ნაკრებში 2001-დან 2010 წლამდე გამოდიოდა და „სამი ლომის“ მაისურით 56 შეხვედრა ჩაატარა.

ჯო კოულის გადაწყვეტილებას ბევრი ცნობილი სახე გამოეხმაურა. მათ შორის „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ედენ აზარიც, იყო. ბელგიელმა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და განაცხადა:„ის, რომ ახლა „ჩელსის“ ღირსებას ვიცავ, ჯო კოულის დამსახურებაა. „არისტოკრატებთან“ კონტრაქტის გაფორმებამდე მასთან ხშირად ვსაუბრობდი და ყოველდღე მეუბნებოდა, რომ „ჩელსი“ ჩემთვის საუკეთესო გუნდი იყო. მისი აზრით ლონდონური კლუბი ის ადგილი გახლდათ, სადაც წარმატების მიღწევა და ტიტულების მოგება შემეძლო“.

„სიმართლე გითხრათ „არისტოკრატების“ რიგებში თამაში სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ასე რომ დიდი მადლობა ჯო კოულს“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები