მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "მოურინიო გუარდიოლაზე უკეთესი სპეციალისტია"

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიო პეპ გუარდიოლაზე უკეთესი სპეციალისტია.

შეგახსენებთ, რომ შარშან პეპის მეთაურებით „სიტიმ“ პრემიერ ლიგა მოიგო და წელსაც მშვენივრად გამოიყურება. რაც შეეხება მოურინიოს „მანჩესტერს“, „წითელი ეშმაკები“ არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფებიან და სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან უჭირთ.

მარადონამ საკუთარი აზრი „მარკასთან“ საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა: „პირადად მე მიმაჩნია, რომ მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია“.

„პეპმა კრუიფისგან მიღებული ცოდნა იდეალურად გამოიყენა. ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნე, რომ ტიკი-ტაკა გუარდიოლას არ შეუქმნია, იგი „ფლაკო“ კრუიფმა გამოიგონა“.

„დღესდღეობით პეპს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს და შეუძლია გუნდში ნებისმიერი ფეხბურთელი მოიყვანოს. „სიტისთვის“ ტიკი-ტაკას სათამაშო სტილის მორგება ადვილი სწორედ ამიტომაა“.

„მე, როგორც მწვრთნელს ბევრი რამ მაქვს სასწავლი. დარწმუნებული ვარ ერთ დღეს მანჩესტერში აუცილებლად ჩავალ და მოურინიოს კონკრეტული საკითხების შესახებ უამრავ კითხვას დავუსვამ, რადგან ეჭვგარეშეა, რომ იგი მსოფლიოში ნომერ პირველია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები