ასენსიო:
Aa
Aa

ასენსიო: "არ ვფიქრობ, რომ ლიდერობა და გუნდის გაძღოლა ჩემი საქმეა"

მადრიდის „რეალის“ ესპანელმა შემტევმა მარკოს ასენსიომ გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ესპანელი ჟურნალისტები გააკრიტიკა.

ასენსიომ ასევე აღნიშნა, რომ ის თავის თავს გუნდის ლიდერად არ მიიჩნევს.

მე გუნდში კრიზისს ვერ ვხედავ. არ ვფიქრობ, რომ ლიდერობა და გუნდის გაძღოლა ჩემი საქმეა. ჩვენთან არიან მოთამაშეები, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ და მათი სტატუსიც უფრო დიდია.

როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა სათამაშო დროც მეტი მქონდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენ ამ სიტუაციაზე ვისაუბრებთ.

როცა ყველაფერი კარგად მიდის ისინი იწყებენ საუბარს, რომ შენ საუკეთესო მოთამაშე ხარ, თუმცა ფეხის დაცდენა და შენ იმწამსვე ყველაზე უარესი ხდები.

ზოგიერთი კრიტიკა რა თქმა უნდა მისაღებია და სწორიც არის ხოლმე, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით როგორც მუშაობს ესპანეთში ჟურნალისტიკა.

რა თქმა უნდა, ყველას ერთად მოსხსენიება არ მსურს, ეს არასწორია, თუმა ზოგიერთი მხოლოდ იმისთვის წერს, რომ ვიღაცას ზიანი მიაყენოს.

ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მე ჩემი საქმე მაქვს და ფოკუსირებული სწორედ მასზე ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები