Aa
Aa

„ნამდვილი ვნება!" - World Rugby ქართველი გულშემატკივრებით აღფრთოვანდა!

10 ნოემბერს იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში საქართველოს ნაკრებმა თავისი შანსი მიიღო და მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი გამართა.

"ბორჯღალოსნებმა" მასპინძელ იტალიას ბევრი პრობლემა შეუქმნეს, თუმცა ლოგიკური მარცხი იწვნიეს - 17:28.

დიახ, უნდა ვაღიაროთ, რომ მასპინძლებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენს ნაკრებში იყო დანაკლისი. რაც მთავარია - გუნდში ბევრი ცვლილებაა და შეთამაშება გვაკლია. ეს უშუალოდ თამაშის დროს დაშვებულ ელემენტარულ შეცდომებშიც გამოჩნდა.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი აღნიშნულ მატჩს გამოეხმაურა და დაწერა, რომ საქართველოსთვის 6 ერზე ფიქრი ჯერ ადრეა.

ხსენებული ჯახი სულ სხვა თვალით დაინახა world rugby-იმ, რომელმაც თავის ოფიციალურ ფეისბუქისა და ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ათასობით ქართველი გულშემატკივარი თბილისში, კერძოდ კი რესპუბლიკის მოედანზე იყო შეკრებილი და ეროვნულ ჰიმნს ერთხმად მღეროდა.

World rugby ვიდეოს ასე ასათაურებს: „ნამდვილი ვნება! წარმოუდგენელი კადრები! რაგბის ათასობით ქომაგი იტალია საქართველოს მატჩამდე შეიკრიბა, რომ ეროვნული ჰიმნი იმღეროს“.

ფოტო - rugby.ge

ცხელი ამბები