Aa
Aa

13 წლის ტაილანდელი მებრძოლი ნოკაუტში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა

ტაილანდურმა საბრძოლო ხელოვნებამ, მუაი ტაიმ, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 13 წლის ანუჩა კოჩანა რინგზე მასზე ერთი წლით უფროსი ოპონენტის წინააღმდეგ იყო გამოსული, როდესაც რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიიღო და ნოკაუტში ჩავარდა.

კოჩანა მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის მებრძოლს ტვინში სისხლი ჩაექცა და ექიმები უძლურები აღმოჩნდენ.

ტაილანდში მუაი ტაის მილიონობით მიმდევარი ჰყავს. მოზარდთა ორთაბრძოლები კი საკმაოდ სარფიან საქმედ ითვლება. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში 10000-მდე არასრულწლოვანი მებრძოლია დარეგისტრირებული. ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით არალეგალური ორთაბრძოლების შედეგად ეს რიცხვი 300000-მდე ადის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ კოჩანა და მისი ოპონენტი დამცავი ჩაფხუტებით უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს...

გავრცელებული ინფორმაციით ანუჩამ ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიღება 8 წლის ასაკში დაიწყო და 170-ზე მეტი შეხვედრა გამართა. მისი ოჯახი სასამართლოში სარჩელის შეტანას არ აპირებს...

ადგილობრივი მოსახლეობა ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას დიდი ხანია ითხოვს, თუმცა მუაი ტაის მიმდევრები მათ შეხედულებებს არ იზიარებენ. ტაილანდის კრივის ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით აკრძალვები ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.

ცხელი ამბები