მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდება"

დიეგო მარადონა დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს აუცილებლად დაუბრუნდება. 31 წლის მოთამაშემ „ალბისელესტეს“ მაისური ბოლოს მუნდიალზე მოირგო.

ლეგენდარულ არგენტინელს, რომელმაც ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, სჯერა, რომ „ბარსელონას“ სუპერვარსკლავს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ვიხილავთ.

„მარკას“ მიერ დასმულ კითხვაზე ითამაშებს თუ არა მესი „ალბისელესტეს“ რიგებში, მარადონამ განაცხადა: „ვფიქრობ მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდება"!

"ვნახოთ რა მოხდება, თუ ლეომ უარი განაცხადა, მაშინ სერიოზული პრობლემები შეგვექმნება“.

მარადონა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით მან მესი გააკრიტიკა და ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებების არქონა დააბრალა.

"ლეო ჩემი მეგობარია და საჯაროდ მეგობრების შესახებ ცუდად არასდროს ვსაუბრობ. მისთვის რამის თქმა რომ მნდომოდა ყველაფერს პირისპირ ვეტყოდი და ინტერვიუს ნამდვილად არ გამოვიყენებდი".

"მესი ფენომენალური ფეხბურთელია და ამით ყველაფერი ნათქვამია. არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც შეხვედრის დაწყებამდე საპირფარეშოში 20-ჯერ შედიან, მაგრამ ლეოს მისამართით ეს ფრაზა არასდროს გამომიყენებია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები