Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

დენვერი - ჰიუსტონი 99 - 109

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი მატჩი გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა კოლორადოში შედგა, სადაც „ნაგეთსმა“ ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონს“ უმასპინძლა.

როგორც ჩანს ტეხასელებმა ფორმა დაიბრუნეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალეს.

„როქეთსს“ 24 ქულით კლინტ კაპელამ ულიდერა. ჯეიმს ჰარდენმა 22 ქულასთან ერთად 11 გადაცემა მიითვალა, ხოლო კრის პოლმა აქტივში 21 ქულა ჩაიწერა.

„დენვერის“ რიგებში საუკეთესო მონტე მორისი გახლდათ, რომელმაც გუნდს სათადარიგო სკამიდან 19 ქულა შესძინა. ჰერისი-მარის დუეტმა 15-15 ქულა დააგროვა, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა შეხვედრა 14 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.

გოლდენ სტეიტი - ატლანტა 110 – 103

სტეფ კარის გარეშე „გოლდენ სტეიტს“ ძალიან უჭირს და ეს „ატლანტასთან“ მატჩშიც გამოჩნდა. ჯორჯიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მოქმედ ჩემპიონთან მხოლოდ 7 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

„უორიორსს“ 29 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. კლეი ტომპსონმა აქტივში 24 ქულა ჩაიწერა, ხოლო ქუინ კუკი 18 ქულით გამოირჩა.

„ატლანტას“ მხრიდან საუკეთესო ტაურინ პრინსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 22 ქულა შესძინა. კენტ ბეიზმორმა 18 ქულა დააგროვა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ვინს კარტერმა 11 ქულა მოიპოვა.

კლივლენდი - შარლოტა 113 – 89

დღევანდელი ტურის გახსნით მატჩში საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, „კლივლენდ კავალიერსმა“ შინ „ჰორნეთსს“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე სძლია.

„კავსის“ რიგებში 24 ქულით ჯორდან კლარკსონი გამოირჩა. „კლივლენდის“ ახალწვეულმა, კოლინ სექსტონმა, გუნდს 16 ქულა შესძინა, ხოლო ტრისტან ტომპსონმა 11 ქულასთან ერთად 21 მოხსნა მიითვალა.

„ჰორნეთსის“ რიგებში კარგად მხოლოდ ჯერემი ლემბმა ითამაშა და გუნდს 22 ქულა მოუპოვა.კემბა უოკერმა საშინელი შეხვედრა ჩაატარა და 16-დან 2 ბურთი ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები