Aa
Aa

ზვიად პატარიძის "ქამბექი" ფინალში და მეორე ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ბერძნულ_რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

130 კგ. წონით კატეგორიაში ზვიად პატარიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა. ფინალურ შეხვედრაში პატარიძემ თურქი ოსმან ილდირიმი დაამარცხა.

ქართველი 0:5 მარცხდებოდა, თუმცა საოცარი გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და საბოლოოდ 6:5 გაიმარჯვა. ეს იყო დაუვიწყარი ორთაბრძოლა, რომლის ნახვაც ერთ რამედ ღირდა.

ილდირიმის გარდა პატარიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსი ნოხჩო ლაბაზანოვი და ფინელი მაენპაეა დაამარცხა. ნუგზარ წიკლაურის შემდეგ პატარიძე მეორე ქართველი ოქროსმედალოსანია.

ცხელი ამბები