Aa
Aa

წურწუმიას ტრიუმფი ბუქარესტში - საქართველოს პირველი ოქრო!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23_წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ_რომაულ სტილში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამ ოქროს მედალი მოიპოვა.

წურწუმია 55 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა მოჭიდავემ რუსი ვიტალი კაბალოევი 3:2 დაამარცხა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე წურწუმიამ სომეხი ნორაირ ჰაკობიანის, ბულგარელი ნედიალკო პეტროვისა და ყირგიზ ბალბაი დორდოკოვის ბარიერი დაძლია.

ცხელი ამბები