ფეკირი
Aa
Aa

ფეკირი "ჩელსიში"?

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით „ლონდონის ჩელსი“ ნაბილ ფეკირის გადმობირებითაა დაინტერესებული. როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან მაურიციო სარი ფრანგ ფეხბურთელს თავად დაუკავშირდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

The Sun - ის ცნობით „არისტოკრატები“ „ლიონს“ ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ და ფეკირის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს შესთვაზებენ.

„ჩელსის“ გარდა ნაბილის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპის რამდენიმე გრანდს სურს. ერთ-ერთი მათგანი „ბაიერნია“. გერმანული კლუბი ფრანგს დიდი ხანია აკვირდება და მისი თამაშით მოხიბლულია.

წლევანდელ სეზონში ფეკირი „ლიონის“ ერთ-ერთი ლიდერია. ფრანგული კლუბის მაისურით მან უკვე 4 გოლის გატანა მოახერხა და ორი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ნაბილის გადმობირება „ლივერპულს“ სურდა, თუმცა რიგ მიზეზთა გამო ტრანსფერი ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები