დე ბრუინი
Aa
Aa

დე ბრუინი "სიტის" დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდება

ბრიტანულ პრესაში „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. „ქალაქელთა“ ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დე ბრუინი, გუნდს დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ნახევარმცველმა ტრავმა პირველ ნოემბერს, „ფულჰემთან“ გამართულ მატჩში მიიღო. საწყისი პროგნოზის მიხედვით მას 6 კვირა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა როგორც ჩანს კევინს მოედანზე ვადაზე ადრე ვიხილავთ.

ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით დე ბრუინის სარეაბილიტაციო პერიოდი მოსალოდნელზე უკეთ მიმდინარეობს. ბელგიელი პეპ გუარდიოლას კოლექტივს პირველ დეკემბერს, „ბორნმუთის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში, ან 3 დღის შემდეგ, „უოტფორდთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება.

კევინ დე ბრუინის არყოფნა „ქალაქელებს“ დიდად არ დასტყობიათ. ბელგიელი ნახევარმცველის გარეშე მათ სამი შეხვედრა ჩაატარეს და სამივე დამაჯერებლად მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები