მბაპე: „მე მოკრძალებული ოჯახიდან მოვდივარ და ეს ჩემთვის მიუღებელია
Aa
Aa

მბაპე: „მე მოკრძალებული ოჯახიდან მოვდივარ და ეს ჩემთვის მიუღებელია"

კილიან მბაპემ RTS-ისთან საუბრისას თანამედროვე ფეხბურთში არსებულ ფინანსურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

19 წლის ფრანგმა ფორვარდმა გაზრდილ სატრანსფერო ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს სისტემა ასეთია.

„მე მოკრძალებული ოჯახიდან მოვდივარ და ეს ჩემთვის მიუღებელია.

ეს ნამდვილად მიუღებელია, თუმცა ბაზარი ასეთია. საფეხბურთო სამყარო ასე მუშაობს.

მე ფეხბურთში რევოლუციის მოხდენას არ ვაპირებ. ეს არის სისტემა რომელშიც მე ვიმყოფები და ვთამაშობ. ეს უნდა გესმოდეთ.

მე არ მსურს, რომ ისტორიაში რომელიმე დიადი მოთამაშის კოპიო ვიყო. მსურს, რომ ჩემი სახელი დავტოვო და ჩემი ხელწერა გამაჩნდეს“.

შეგახსენებთ, რომ „პსჟ“-მ მბაპე „მონაკოდან“ 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ის ნეიმარის 222 მილიონიანი ტრანსფერის შემდეგ ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები