Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

კლიპერსი - გოლდენ სტეიტი 121 -116

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 9 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე საინტერესო ტურის დასკვნითი მატჩი გამოდგა, სადაც სტეფ კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" "ლოს-ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა.

მიუხედავა"ოქროს ბიჭუნას" არყოფნისა "უორიორსმა" ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა, თუმცა დამატებით დროში ხუთქულიანი სხვაობით დამარცხდა.

"კლიპერსს" 25 ქულით ლუ უილიამსმა ულიდერა. ტობაიას ჰერისმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო მონტრელ ჰარელმა გუნდს 23 ქულა შესძინა.

"გოლდენ სტეიტის" მხრიდან დურანტი-ტომპსონის დუეტი გამოირჩა. კევინმა სამმაგი დუბლი გააკეთა - 33 ქულა, 11 მოხსნა, 10 გადაცემა. კლეის ანგარიშზე კი 31 ქულა იყო.

ტორონტო - ნიუ ორლეანი 110 - 126

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა, "ტორონტო რეპტორსმა", მოულოდნელი მარცხი იწვნია და საკუთარ კედლებში "პელიკანსთან" წააგო.

"ნიუ ორლეანს" 30 ქულით ეტუან მურმა ულიდერა. ენტონი დევისმა 25 ქულასთან ერთად 20 მოხსნა მიითვალა, ჯრუ ჰოლიდეი კი 29 ქულას დასჯერდა.

"ტორონტოს" მხრიდან 22 ქულით საუკეთესო პასკალ სიაკამი გახლდათ. კავაი ლეონარდმა გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო სერჟ იბაკამ ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა, 14 მოხსნა.

სხვა მატჩების შედეგები

ვაშინგტონი - ორლანდო 117 - 109

მაიამი - ფილადელფია 114- 124

ჩიკაგო - დალასი 98 - 103

მემფისი - იუტა 88 - 96

მინესოტა - ბრუკლინი 120 - 113

ოკლაჰომა - ფენიქსი 118 - 101

საკრამენტო - სან ანტონიო 104 - 99

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები