გარი ნევილმა „მანჩესტერში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა
Aa
Aa

გარი ნევილმა „მანჩესტერში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა

„ნისლიან ალბიონზე“ ჟოზე მოურინიოს გუნდს ხშირად აკრიტიკებენ. რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ „წითელმა ეშმაკებმა“ „სიტის“ წინააღმდეგ თავი ვერაფრით გამოიჩინეს და ბრიტანული პრესა კვლავ ჩვეულ სტილში ალაპარაკდა.

„მანჩესტერს“ ყოფილი ფეხბურთელებიც აკრიტიკებენ. ერთ-ერთი მათგანი გარი ნევილი გახლავთ. ამ უკანასკნელმა Sky Sport-ზე გამოსვლისას რამდენიმე საინტერესო საკითხს გაუსვა ხაზი და იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში გუნდი ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს.

„იუნაიტედის მთავარი მიზანი ტიტული მოგებაა მაგრამ ამისთვის თამაშის გაუმჯობესებაა საჭირო".

"ჩემი აზრით ახლანდელ „მანჩესტერს“ სამი პრობლემა აქვს გადასაჭრელი. პირველი -  გუნდი კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს. მეორე - ნახევარმცველებს ფორვარდებამდე ბურთი ვერ მიაქვთ და სახიფათო გადაცემებს ვერ ასრულებენ და მესამე - შემტევ სამეულს სიზუსტე აკლია. აღნიშნულ ასპექტებში „იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის ფავორიტებს ძალიან ბევრით ჩამორჩება და „წითელი ეშმაკების“ რომელიმე მათგანთან შედარება დიდი უსამართლობა იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები