ერთი ნაბიჯი ოქროს მედლამდე - ორი ქართველი ფინალშია!
Aa
Aa

ერთი ნაბიჯი ოქროს მედლამდე - ორი ქართველი ფინალშია!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ორი წარმომადგენელი ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ სომეხი ნორაირ ჰაკობიანის, ბულგარელი ნედიალკო პეტროვისა და ყირგიზი ბალბაი დორდოკოვის ძლებით ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც რუს ვიტალი კაბალოევს შეხვდება.

ზვიად პატარიძემ, რომელიც 130 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, რუსი ნოხჩო ლაბაზანოვისა და ფინელი მაენპაეას ბარიერი დაძლია და ფინალში თურქ ოსმან ილდირიმის დაუპირისპირდება.

 

ფინალური შეხვედრები დღეს, 13 ნოემბერს გაიმართება.

ბაკურ გოგოლის (77), ლევან ქავჟარაძისა (63) და გურამ ხეცურიანისთვის (87) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებელი გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები