Aa
Aa

შოთა არველაძე: "ერთი ტაიმი, რომელიც მოგვწონდა, ორ ტაიმად იქცა, შანსი არავის დავუტოვეთ''

ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ოფიციალურ facebook-ის გვერდზე საინტერესო თემებზე საუბრობს. ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სხვადასხვა საკითხებს ეხება.საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ვაისის გუნდის წარმატებულ ასპარეზობას ხაზს უსვამს.

შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების შესახებ: ''ერთი ტაიმი, რომელიც მოგვწონდა, ახლა ორ ტაიმად იქცა. ახლა მთავარია, ეს შანსი გამოვიყენოთ. ასეთი შანსი არასდროს გვქონია. წარმოგიდგენია, ასეთი ჯგუფი და ფაქტიურად მეტოქეები გადავჯეგეთ. ისე მოვიგეთ ყველა მატჩი, რომ ბურთი არ მიგვიცია, გოლი არ გაგვიშვია.''

არველაძე ჩაკვეტაძისა და ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ: ''მათ იციან ფეხბურთის თამაში და ისევ მათ უნდა ითამაშონ. თუ ფეხბურთის თამაში არ იცი, ორჯერ მოხვდები ნაკრებში და გეტყვიან ჩაჩეხეო, მოჩეხეო, მაგრამ შემდეგ მაინც მან უნდა ითამაშოს, ვინც თამაში იცის.

ჩაკვეტაძისთვის არის ფეხბურთი მოგონილი. მას რა უნდა ასწავლო იცი? ენერგიის სწორად დახარჯვა. ასევე, საჭიროა მეტი გამოცდილება და ფიზიკურად მომზადება. დანარჩენი ამ ბავშვებმა ყველაფერი იციან. პაუზა როდის გააკეთონ, ბურთი როდის გაითამაშონ, მარჯვენათი დაარტყან თუ მარცხენათი, თავზე გადაუგდონ თუ რა ქნან.

რაც მეტი ჩაკვეტაძე იქნება, ფეხბურთს მით მეტი მაყურებელი ეყოლება საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე.''

2017 წლის ივნისიდან შოთა არველაძე ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელია. მიმდინარე სეზომში ''ფახთაქორი'' უზბეკეთის თასის ფინალში დამარცხდა, ხოლო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თანაქალაქელ ''ლოკომოტივთან'' კონკურენციაში პირველი ადგილი დათმო.

შოთა არველაძე მიმდინარე სეზონის შესახებ: ''გული მწყდება, 10 დღეში თასის ფინალი წავაგეთ, ჩემპიონატში ''ლოკომოტივთან'' დავმარცხდით. ფლეი-ოფამდე ''ლოკომოტივს'' 8 ქულით ვუსწრებდით, თუმცა არსებული სისტემის მიხედვით ფლეი-ოფში ქულები ჩამოგვაკლეს. დავიძინეთ პირველზე, გავიღვიძეთ მესამეზე, თუმცა კლუბში ბევრი რამ შევცვალეთ, რასაც ყველა ხედავს, მაგრამ ვიღაცა უკმაყოფილო იქნება, რადგან ფინალი წავაგეთ და ჩემპიონობამდე მცირედი დაგვაკლდა.''

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები