უელბეკს მეორე ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაუტარდა
Aa
Aa

უელბეკს მეორე ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაუტარდა

ლონდონის ''არსენალის'' ფეხბურთელმა დენი უელბეკმა კოჭზე მეორე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა მისი დაბრუნების თარიღი კვლავ უცნობია.

ევროპა ლიგაზე ლისაბონის ''სპორტინგთან'' მიღებული ტრავმის შემდეგ უნაი ემერიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელი უახლოეს სანაკრებო მატჩებს გამოტოვებდა.

''ორივე პროცედურამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ამ ეტაპზე უცნობია ფეხბურთელი როდის განაახლებს სავარჯიშო პროცესს'' - აღნიშნულია ''არსენალის'' ოფიციალურ ვებგვერდზე.

ლონდონის ''არსენალი'' უელბეკთან დაკავშირებით გუნდის მეკარის, ბერნდ ლენოს კომენტარს ავრცელებს, რომლის მიხედვით ოპერაციის დასრულების შემდეგ უელბეკი თავს ბედნიერად გრძნობს. თანაგუნდელები ტრავმირებულ მოთამაშეს მხარდაჭერას უცხადებენ.

 

27 წლის უელბეკი 2014 წლიდან ლონდონის ''არსენალის'' ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში უელბეკმა პრემიერლიგის 8 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

ინგლისის ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს აშშ-ს ეროვნულ ნაკრებთან გამართავს, ხოლო 18 ნოემბერს ერთა ლიგის შეხვედრაში ''უემბლიზე'' ხორვატიას შეხვდება. ცხადია, უელბეკი აღნიშნულ შეხვედრებს გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები