Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

დენვერი - მილუოკი 114 - 121

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „დენვერ ნაგეთსი“ და „მილუოკი ბაქსი“ დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა გამარჯვება „ბაქსის“ კალათბურთელებს დარჩათ.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო პოლ მილსეპი იყო. 33 წლის მძიმე ფორვარდმა აქტივში 25 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა. ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო ტრეი ლაილსი 16 ქულით გამოირჩა.

„მილუოკის“ რა საოცარიც არ უნდა იყოს, ბრუკ ლოპესმა ულიდერა. „ბაქსის“ ცენტრმა 28 ქულა დააგროვა და კალათში 8 სამქულიანი მოათავსა! ლოპესის გარდა 20 ქულიანი ნიშნული კიდევ სამმა კალათბურთელმა გადალახა. ანტეტოკოუნმპომ 22 ქულა ჩააგდო, მიდლტონმა 21, ბროგდონმა კი გუნდს 20 ქულა შესძინა.

პორტლენდი - ბოსტონი 100 – 94

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ბოსტონ სელტიკსმა“, თავისი თამაშის პოვნა ვერა და ვერ მოახერხა. „იუტასთან“ მარცხის შემდეგ „კელტები“ დემიენ ლილარდის „პორტლენდს“ დაუპირისპირდნენ და ეს შეხვედრაც წააგეს.

„ტრეილ ბლეიზერსმა“ უპირატესობა კარგი პირველი ტაიმის ხარჯზე მოიპოვა და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია.

„პორტლენდს“ 19 ქულითა და 12 შედეგიანი გადაცემით დემიენ ლილარდმა ულიდერა. იუსუფ ნურკიჩმა აქტივში 18 ქულა და 17 მოხსნა ჩაიწერა. სი ჯეი მაკკოლუმმა კი გუნდს 14 ქულა შესძინა.

„ბოსტონის’ მხრიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ. ახალგაზრდა მსუბუქმა ფორვარდმა 27 ქულა დააგროვა. კაირი ირვინგმა 21 ქულა მიითვალა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა მარკუს მორისმა კი 13 ქულა ჩააგდო.

სხვა მატჩების შედეგები

დეტროიტი - შარლოტა 103 - 113

ჰიუსტონი - ინდიანა 115 - 103

ნიუ იორკი - ორლანდო 89 - 115

ლეიკერსი - ატლანტა 107 - 106

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები