გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "სტერლინგმა რამდენიმე ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომლის გაკეთებაც არ ღირდა"

პრემიერლიგაში სეზონის პირველი მანჩესტერული დერბი გაიმართა. „სიტიმ“ „იუნაიტედს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ პეპ გუარდიოლა მინდორზე შევიდა და რაჰიმ სტერლინგთან აგრესიულად საუბარი დაიწყო. კამერებმა რა თქმა უნდა ეს მომენტი დააფიქსირეს.

ესპანელი სპეციალისტი ინგლისელ შემტევს გამომწვევი თამაშისთვის აკრიტიკებდა.

გუარდიოლამ ამ ეპიზოდის შესახებ პრესასთან ისაუბრა და შემდეგი განაცხადა.

 

მე ძალიან მომწონს თუ როგორ თამაშობს სტერლინგი. ბურთის დაჭერა საუკეთესო გამოსავალია და მან ეს სანესა და ფოდენთან ერთად გააკეთა.

როცა შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთი იყო დარჩენილი, მათ ბურთი დაიჭირეს და ეს გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ დაცვა.

მაგრამ, სტერლინგმა რამდენიმე ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომლის გაკეთებაც არ ღირდა. თუმცა, ის ჯერ ახლაგაზრდაა და ცდილობს ისწავლოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები