ემილიო ბუტრაგენიომ სანტიაგო სოლარი შეაქო
Aa
Aa

ემილიო ბუტრაგენიომ სანტიაგო სოლარი შეაქო

სანტიაგო სოლარის „რეალი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. „სამეფო კლუბმა“ ბოლო შეხვედრაში „სელტა“ დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მიითვალა.

„ლოს ბლანკოსის“ პროგრესს კლუბის დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა სანტიაგო სოლარის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა და არგენტინელი სპეციალისტი შეაქო.

Movistar პლუსთან საუბრისას ლეგენდარულმა ესპანელმა განაცხადა:

„სიმართლე გითხრათ სოლარის მუშაობით კმაყოფილებით ვართ. ეჭვგარეშეა, რომ მან გუნდი საკმაოდ რთულ მომენტში ჩაიბარა, თუმცა წარმატების მიღწევა მაინც მოახერხა, რაც ორმაგად დასაფასებელია“.

„სელტასთან მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. „რეალს“ ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, თუმცა მოთამაშეებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს“.

„გუნდში ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს. უკანასკნელ შეხვედრაში მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ და ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშით ძალიან ბედნიერები ვართ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები