Aa
Aa

"ჰიუსტონი" კარმელო ენტონის გაშვებას გეგმავს

გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ინფორმაციით „ჰიუსტონის“ რამდენიმე კალათბურთელს და სამწვრთნელო შტაბის წევრს სჯერა, რომ კარმელო ენტონი გუნდს უახლოეს მომავალში დატოვებს.

ტეხასელებმა ახალი სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყეს. „როქეთსმა“ 12 თამაშიდან მხოლოდ 5 მოიგო და განსაკუთრებით ცუდად შეტევაში გამოიყურება.

ამერიკელი ექსპერტების თქმით „ჰიუსტონის“ მთავარი პრობლემა კარმელო ენტონის უკავშირდება და როგორც ჩანს ტეხასელები სიტუაციის გამოსწორებას გეგმავენ.

ESPN იუწყება რომ „ოკლაჰომასთან“ მატჩი კარმელოსთვის „ჰიუსტონის“ მაისურით ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრა იქნება. „როქეთსის“ წარმომადგენლები ენტონის გუნდიდან უახლოეს მომავალში გაუშვებენ.

წლევანდელ სეზონში „მელომ“ „ჰიუსტონის“ რიგებში 10 შეხვედრა ჩაატარა. 34 წლის კალათბურთელი საშუალოდ 13.4 ქულას, 5.4 მოხსნას აგროვებდა და კალათს 40.5 პროცენტიანი სიზუსტით უტევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები