Aa
Aa

ჰემილტონმა ბრაზილიის გრან პრიც მოიგო

ფორმულა ერთის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ლუის ჰემილტონი, წარმატებულ სვლას განაგრძობს. ბრიტანელი პილოტი ამჯერად ბრაზილიის გრან პრის ტრიუმფატორი გახდა.

ჰემილტონმა რბოლა პირველი ადგილიდან დაიწყო, ,მაგრამ სულ მალე პოზიცია „რედ ბულის“ წარმომადგენლეს, მაქს ფერსტაპენს დაუთმო.

ეს უკანასკნელი ლიდერობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში ესტებან ოკონს შეეჯახა და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მესამეზე კიმი რაიკონენი გავიდა, ხოლო მეოთხე პოზიცია დანიელ რიკიარდომ დაისაკუთრა.

ჰემილტონის ტრიუმფი გამორჩეული სხვა რამითაც აღმოჩნდა. ბრიტანელი პილოტის მიერ მოპოვებული ქულების შედეგად „მერსედესი“ კონსტრუქტორთა თასის გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ გახდა.

ფორმულა ერთის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ერთი რბოლაა დარჩენილი. დასკვნითი შეჯიბრი 25 ნოემბერს აბუ დაბიში გაიმართება.

ცხელი ამბები