Aa
Aa

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება "კიუშუ ბაშოზე"

ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ, „კიუშუ ბაშოზე“ რიგით მეორე ორთაბრძოლა გამართა. ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა, ნიშიკიგი, გახლდათ.

დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი ლევანისთვის სასიკეთოდ დასრულდა. 

გორგაძემ წლის დასკვნით ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

"კიუშუ ბაშოს" მესამე დღეს ქართველი სუმოისტი მიოგირიუს დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირაა და ლევანთან გამკლავება არც თუ ისე კარგად გამოსდის.

ტოჩინოშინი მიოგირიუს 18-ჯერ შეერკინა, საიდანაც გამარჯვება 11-ჯერ მოიპოვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ გორგაძეს იაპონელი სუმოისტი უკანასკნელი 4 ორთაბრძოლიდან ყველაში დამარცხებული ჰყავს.

ცხელი ამბები