Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "შარლოტ ჰორნეთსთან" დამარცხდა

ზედიზედ მოგებული ორი შეხვედრის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა. „პისტონსმა“ კემბა უოკერის გუნდს საკუთარ პარკეტზე უმასპინძლა და უშანსოდ, 103-113, დამარცხდა.

დეტროიტელებმა კარგად მხოლოდ პირველ მეოთხედში იასპარეზეს და 27-24 იმარჯვეს. მატჩის დარჩენილი ნაწილი "შარლოტის" კარნახით წარიმართა. „ჰორნეთსმა“ უპირატესობის მოპოვება სათადარიგო სკამის ხარჯზე მოახერხა, რომელმაც ჯამში 50 ქულა მიითვალა.

„დეტროიტს“ ტრადიციულად ანდრე დრამონდმა ულიდერა. „პისტონსის“ ცენტრი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და 23 ქულასთან ერთად 22 მოხსნა დააგროვა. დრამონდის მსგავსად რეჯი ბალოკმაც 23 ქულას მოუყარა თავი. რეჯი ჯექსონმა გუნდს 19 ქულა შესძინა, ხოლო ბლეიკ გრიფინი 10 ქულით გამოირჩა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

„ჰორნეთსის“ რიგებში უოკერი-პარკერის დუეტმა გუნდს 48 ქულა შესძინა. კოდი ზელერი 14 ქულით გამოირჩა, ხოლო მარვინ უილიამსმა და ჯერემი ლემბმა 10-10 ქულა მიითვალეს.

ამ მარცხის შემდეგ „დეტროიტს“ 6 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები