4 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო! შესანიშნავი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე
Aa
Aa

4 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო! შესანიშნავი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

80 კგ. წონით კატეგორიაში ელენე ქებაძე ფინალში გავიდა, სადაც რუსი ანა ბალაშოვა დაამარცხა.  82 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ბერულავა ფინალში გავიდა, სადაც რუსი სამბისტი სერგეი კირიუხინი დაამარცხა.

მათ გარდა ტურნირის დასკვნით დღეს 100 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ბერძენიშვილმა ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა.

საერთო ჯამში საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები