Aa
Aa

"გუნდის სახეს მნიშვნელოვნად შევცვლით" - ჰიონესმა "ბაიერნში" რევოლუცია დაანონსა!

მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ცენტრალურ შეხვედრაში "სიგნალ იდუნა" პარკზე" "დორტმუნდთან" 2:3 დამარცხდა და ლუსიენ ფავრის გუნდს 7 ქულით ჩამორჩა.

ნიკო კოვაჩის შეგირდები ძალიან სუსტად გამოიყურებიან და პრობლემები თავზესაყრელად აქვთ.

"დორტმუნდთან" მარცხის შემდეგ "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Sky-ისთან ისაუბრა და გუნდში რევოლუცია დაანონსა.

"ეს ფანტასტიური მატჩი იყო. დასანანია, რომ დავმარცხდით. მომეჩვენა, რომ 3:3 უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა.

ჩვენ ბუნდელსიგის მოგებას ბოლო ტურამდე შევეცდებით. ახლა ჩემპიონატი გაცილებით სახალისოა. ბუნდესლიგა გაცილებით საინტერესო გახდა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ახალი მოთამაშეების შეძენას არ ვგეგმავთ, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაბრუნდებიან და შემადგენლობის მხრივ პრობლემები მოგვარდება.

აი მომდევნო წელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ჩვენ გუნდის სახეს მნიშვნელოვნად შევცვლით".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები