ტურინელები პოგბას დასაბრუნებლად ემზადებიან! თანხას პლუს
Aa
Aa

ტურინელები პოგბას დასაბრუნებლად ემზადებიან! თანხას პლუს "იუვეს" ერთ-ერთი მოთამაშე

ტურინის "იუვენტუსი" ზამთარში პოლ პოგბას დასაბრუნებლად ემზადება. ბრიტანული გამოცემა Express-ი ექსკლუზიურად წერს, რომ "ბებერი ქალბატონი" ფრანგი შუახაზელის უკან დასაბრუნებლად თავისი 3 მოთამაშის დათმობას გეგმავს.

"იუვეს" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი "მანკუნიანელებს" მეჰდი ბენატიას, ალექს სანდროსა და მარიო მანჯუკიჩს სთავაზობს.

ჟოზე მოურინიო სამივე მათგანის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და ახლა მოუს შანსი ექნება მათგან რომელიმე აირჩიოს.

ტურინელები გარკვეულ თანხასთან ერთად ზემოხსენებული სამი მოთამაშიდან ნებისმიერს შეელევიან თუკი ინგლისელები პოგბას დათმობენ.

გამოცემა ასევე წერს, რომ ფრანგით "ბარსელონაც" ინტერესდება. როგორც ცნობილია ფეხბურთელის გარემოცვას კატალონიელებთან კონტაქტი უკვე ჰქონდა.

"იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ პოგბამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ჩემი ტრანსფერი? ვინ იცის, ახლა მე იუნაიტედთან ერთად ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ამის შესახებ პრესა ბევრს წერს. ტურინში კიდევ ერთხელ ჩამოსვლა და ამ გასახდელის ნახვა ნამდვილად სასიამოვნო იყო.

ქომაგების რეაქცია ჩემს მიმართ ნამდვილად დიდი მუხტის მომცემი იყო. იტალიური ფეხბურთი მენატრება.

ნამდვილად სასიამოვნო იყო იმ სტადიონზე დაბრუნება, საიდანაც ტიტულების მოგება დავიწყე".

აქვე გეტყვით, რომ ამიერიდან ახალი წესების თანახმად კლუბებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები ფეხბურთელის შეძენა და მისი გამოყენება შეეძლებათ.

აქამდე როგორც მოგეხსენებათ, ლიგაზე ნათამაშებ ფეხბურთელს მხოლოდ შიდა ჩემპიონატში თუ გამოიყენებდი.

ამიერიდან ეს შეზღუდვა მოიხსნა, რაც სატრანსფერო ბაზარს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები