იტალიური მედია: საქართველო 6 ერში თამაშს არ იმსახურებს
Aa
Aa

იტალიური მედია: საქართველო 6 ერში თამაშს არ იმსახურებს

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში საქართველოს ნაკრებმა თავისი შანსი მიიღო და მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი გამართა.

"ბორჯღალოსნებმა" მასპინძელ იტალიას ბევრი პრობლემა შეუქმნეს, თუმცა ლოგიკური მარცხი იწვნიეს - 17:28.

დიახ, უნდა ვაღიაროთ, რომ მასპინძლებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენს ნაკრებში იყო დანაკლისი. რაც მთავარია - გუნდში ბევრი ცვლილებაა და შეთამაშება გვაკლია. ეს უშუალოდ თამაშის დროს დაშვებულ ელემენტარულ შეცდომებშიც გამოჩნდა.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი აღნიშნული მატჩის შესახებ წერს: ''საქართველოს ნაკრები მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგისა და ფედერაციის პრეზიდენტის მხარდაჭერით ეცადა დაემტკიცებინა, რომ 6 ერში თამაშს იმსახურებს, თუმცა გამოჩნდა, რომ ქართველები ჯერ მზად ნამდვილად არ არიან.

2003 წელს გამართული მატჩის ანალოგიურად საქართველოსა და იტალიას შორის დიდი განსხვავება იყო. 2003 წელს იტალიამ 31:22 გაიმარჯვა.''

ფოტო: rugby.ge

ცხელი ამბები