Aa
Aa

ტოჩინოშინმა "კიუშუ ბაშო" მოულოდნელი მარცხით დაიწყო

დღეს სტარტი "კიუშუ ბაშომ" აიღო, რომელიც სეზონის ბოლო ტურნირი გახლავთ.

ქართველი ოძეკის ლევან გორგაძის იგივე ტოჩინოშინის პირველი მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტამავაში გალხდათ, რომელთანაც მოულოდნელი მარცხი იწვნია.

ლევანი ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. პირველი კონტაქტის დროს ჩავლება ვერ აიღო, რის შემდეგაც ტამავაშიმ ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა და დოჰიოდან გადაიყვანა.

ტოჩინოშინი ტამავაშის დღემდე 19-ჯერ შეხვდა და მხოლოდ 5-ჯერ იყო დამარცხებული.

"კიუშუ ბაშოს" მეორე დღეს ლევანის მეტოქე დასავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება. ტოჩინოშინი მას აქამდე სულ სამჯერ დაუპირისპირდა და ბალანსი მის სასარგებლოდ არის - 2:1.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლო ბაშოს ტრავმების გამო ორი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო და კაკურიუ ტოვებენ.

ლევან გორგაძე იაპონელ იოკოძუნა კისენოსატოსთან ერთად ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება. იაპონური პრესა უპირატესობას ქართველს ანიჭებს.

საბოლოოდ, ზემოხსენებულმა ორივე ფავორიტმა "კიუშუ ბაშო" სენსაციური მარცხით დაიწყო! ასე, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის...

ცხელი ამბები