ჩიდრაშვილის ტრიუმფი მსოფლიოს ჩემპიონატზე - 5 მედალი ბუქარესტიდან
Aa
Aa

ჩიდრაშვილის ტრიუმფი მსოფლიოს ჩემპიონატზე - 5 მედალი ბუქარესტიდან

რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ქართველმა სპორტსმენი ვახტანგ ჩიდრაშვილი, რომელიც 57 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სპორტული კარიერის განმავლობაში ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მეხუთედ მოიპოვა.

ჩიდრაშვილმა ფინალში ბელარუსი მეტოქე, ვლადისლავ ბურდსი დაამარცხა.

26 წლის ვახტანგ ჩიდრაშვილი ფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდა.

ჩიდრაშვილის გარდა მსოფლიოს ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი გახდა. ქართველთა შორის ოძელაშვილი პირველი ქალია, რომელმაც საჭიდაო სახეობებში ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს სახელით დავით ლორიაშვილმა, გივი ნადარეიშვილმა და პაატა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ასე რომ საქართველოს ანგარიშზე 5 მედალია.

ცხელი ამბები