ლაშა ტალახაძე:
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე: "მინდა იცოდეთ, რომ ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული სამუდამოდ"

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ აშხაბადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. +109 კგ. წონით კატეგორიაში ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და 2 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ტალახაძემ, პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 207 კგ. დაძლია, მეორე ცდაზე კი - 212 კგ. და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ ორიოდ წუთში საკუთარი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

მორიგი ტრიუმფის შემდეგ ტალახაძემ ქართველ გულშემატკივარს მიმართა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საღამომშვიდობის. ჩაიარა კიდევ ერთმა მსოფლიოს ჩემპიონატმა. ზედიზედ მესამედ მოვახერხე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

განსაკუთრებით გამახარა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალმა და მჯერა, რომ არა ტრავმა ის კვლავ შეძლებდა ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვებას.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, ექიმს, ფედერაციას, სპონსორებს და რაც მთავარია ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო. 

მინდა იცოდეთ, რომ ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული სამუდამოდ. შევეცდები სამომავლოდაც გაგახაროთ".

ცხელი ამბები