Aa
Aa

"რეალი" იანვარში 3 ტრანსფერს გეგმავს - ცვლილება ჩემპიონთა ლიგაზე ტრანსფერების მხრივ

მადრიდის "რეალისთვის" წლევანდელი სეზონი კოშმარულად დაიწყო, რასაც ხულენ ლოპეტეგიც შეეწირა.

"ლოს ბლანკოსმა" 2 თვეში იმდენი ქულა დაკარგა, რომ მთელს სეზონს ეყოფოდა.

"რეალი" სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა, რომელმაც საწყისი 3 შეხვედრა მოიგო და გუნდი უფრო ლაღად აათამაშა.

არგენტინელ სპეციალისტს ფლორენტინო პერესმა დრო სეზონის ბოლომდე მისცა.

პერესის სიაში იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, თუმცა დონ ფლორენტინომ ვერცერთი მათგანის გადმობირება ვერ მოახერხა და ამ ყველაფერს თავისი მიზეზები ჰქონდა - შუა სეზონში, როდესაც გუნდი განადგურებულია, "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 7 ქულაა, მარცხი კლასიკოში 1:5, გუნდში ლიდერის ფუნქციებს ვერავინ ითავსებს და კლუბიც მეგა ტრანსფერს ვერ ახორციელებს.

Marca-ს ინფორმაციით, სასურველი მწვრთნელის ვერგადმობირების შემდეგ პერესი ყურების ჩამოყრას არ აპირებს და გეგმავს, რომ იანვარში 3 ტრანსფერი განახორციელოს.

სეზონის გადასარჩენად პერესი ახალი ფეხბურთელების შეძენას შეეცდება. საამისოდ მადრიდელებს 200 მილიონი ევრო აქვთ.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე წესები შეიცვალა და თუ ჯგუფურ ეტაპზე რომელიმე გუნდის რიგებში ფეხბურთელმა ითამაშა და ზამთარში სხვა გუნდს შეუერთდა, რომელიც ასევე ლიგაზე ასპარეზობს, მას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში თამაშის უფლება მაინც ექნება.

როგორც მოგეხსენებათ ეს წესი ადრე არ არსებობდა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი გუნდის ღირსების დაცვის უფლება გქონდა.

თუმცა, აღსანიშნავია ერთი ნიუანსი - გუნდებს მხოლოდ 3 ასეთი მოთამაშის შეძენის უფლება ექნებათ. მეტის არა.

აქედან გამომდინარე მადრიდის "რეალს" გზა ხსნილი აქვს და "მერენგებისგან" ხმაურიან ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები