Aa
Aa

არის რეკორდი! ლაშა ტალახაძის 2 ოქროს მედალი და 2 მსოფლიო რეკორდი!

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ აშხაბადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. +109 კგ. წონით კატეგორიაში ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და 2 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ტალახაძემ, პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 207 კგ. დაძლია, მეორე ცდაზე კი - 212 კგ. და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ ორიოდ წუთში საკუთარი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

რაც შეეხება  საქართველოს ნაკრების კაპიტან ირაკლი თურმანიძეს, ის სამივე ცდაზე (195, 200, 203) ბრწყინვალედ გამოვიდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ცხელი ამბები